ლაშქრობის კლუბი, მოხეტიალე
Tuesday, March 25, 2014
ჩვენი კლუბის ლოგო
ლოგოს შექმნაზე მუშაობდა სოლომონ მაისურაძე, ამ ლოგოში გადმოცემულია ყველა ის საკითხი რაც ლაშქრობას დახეტიალს შესაბამება, მთა, მზე და ტყე. თუმცა ლოგოში ყველა დეტალის ჩატევა შეუძლებელია.
ცოტა რამ ლაშქრობის შესახებ...
ბევრი ძებნის მიუხედავათ ვერ მივაგენი პასუხს ამ კითხვაზე რა არის ლაშქრობა?.ამიტომ თავად შევეცდები გავცე ამ კითხვას პასუხი.ლაშქრობა ჩემი აზრით პირველ რიგში არის საკუთარ თავთან განმარტოების და გამოცდის
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.უმთავრესად კი ლაშქრობის მიზანი იმ კუთხების მონახულებაა, რომლებსაც სკოლაში ეგრეთ წოდებულ “ექსკურსიებზე” არ გვანახებდნენ.ფეხით სიარულის დროს ბევრად უფრო კარგად შეიგრძნობ ამა თუ იმ კუთხის სილამაზეს,თუნდაც ერთი და იგივე ადგილას ლაშქრობისას ყოველთვის აღმოაჩენ რაღაც ახალს რაც, წინა გასვლისას არ გინახავს ან უბრალოდ არ დაკვირვებიხარ.
ძალიან ბევრს ერთმანეთში ეშლება ლაშქრობა და ექსკურსია სწორედ ამიტომ ზოგჯერ პირველად წასულები ლაშქრობაში უკმაყოფილოები ბრუნდებიან.როგორც ავღნიშნე ლაშქრობა ეს არის საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო შესაძლებლობა, ლაშქრობისას აღმოაჩენ ისეთ საკუთარ თავს რომელიც აქამდე არასდროს გინახია. როგორც წესი ლაშქრობისას ადამიანი სრულად გამოავლენს ხოლმე ხასიათს.ექსკურსიისას ეს არ ხდება იმიტომ რომ არ იღლები და როგორც წესი არც სიცივე გაწუხებს არც შიმშილი.
Subscribe to:
Posts (Atom)

